სტოუნთერაპია "ცხელი ქვების მასაჟი"

სტოუნთერაპია "ცხელი ქვების მასაჟი"

პროცედურა სრულდება ვულკანური წარმოშობის ქვებით. ხსნის სტრესს, კუნთების დაძაბულობას, დაღლილობას, დეპრესიულ განწყობას, გააჩნია ტკივიგამაყუჩებელი ეფექტი. პროცედურა დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ინტენსიურს ხდის ნივთიერებათა ცვლას. ცხელი ქვების მასაჟი ტარდება ცხელი ბაზალტის ქვებით, რომელთაც ახასიათებთ ღრმა სარელაქსაციო და გამწმენდი ეფექტი, ვარჯიშდება სისხლძარღვები.

მნიშვნელოვანია, რომ ნატურალურ ქვებს გააჩნია უნარი თავის თავზე მიიღონ უარყოფითი ენერგია და შეინარჩუნონ იგი. ამიტომ ყოველი პროცედურის შემდეგ ქვები ირეცხება გამდინარე წყალში და შემდეგ თბება, რათა კვლავ დაიმუხტოს დადებითი ენერგიით. ვულკანური წარმოშობის ცხელი ქვების უნიკალური თვისებები, ბიოენერგეტიკული მასაჟის მეშვეობით, ღრმა რელაქსაციაში გვეხმარება და სხეული ჰარმონიაში მოჰყავს. პროცედურა დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს.