ფონოფორეზი
ფონოფორეზი - ფიზიოთერაპიული პროცედურების ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც სამკურნალო ნივთიერება პაციენტის სხეულის პრობლემურ ნაწილში შეჰყავთ ულტრაბგერის დახმარებით მალამოს ან გელის სახით. ულტრაბგერა ეხმარება პრეპარატს ღრმად შეაღწიოს ქსოვილებში.
ფონოფორეზი:
• ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლურ პროცესებს, აუმჯობესებს ქსოვილების სუნთქვას
• აძლიერებს სამკურნალო ნივთიერებების მოქმედებას
• აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს
• აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
იგი წარმატებით გამოიყენება:
• სახსრების დაავადებების (ბურსიტი, ართრიტი) ართროზის (გონართროზი, კოქსართროზი), ართროპათიის დროს (დიაბეტური, პოდაგრული, ფსორიაზული)
• კუნთობრივი სპაზმების დროს
• ნაწიბურები, ოპერაციის შემდეგ
• კუნთების ტკივილის მიოზიტის, მიალგიისას
• პერიფერიული ნერვის დაავადებების - ნევრიტი, პლექსიტი, რადიკულიტი და ა.შ.
• გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებებისას
• კოსმეტოლოგიაში