ფონოფორეზი

ფონოფორეზი

ფონოფორეზი - ფიზიოთერაპიული პროცედურების ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც სამკურნალო ნივთიერება პაციენტის სხეულის პრობლემურ ნაწილში შეჰყავთ ულტრაბგერის დახმარებით მალამოს ან გელის სახით. ულტრაბგერა ეხმარება პრეპარატს ღრმად შეაღწიოს ქსოვილებში.

ფონოფორეზი:

• ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლურ პროცესებს, აუმჯობესებს ქსოვილების სუნთქვას

• აძლიერებს სამკურნალო ნივთიერებების მოქმედებას

• აჩქარებს ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს

• აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

იგი წარმატებით გამოიყენება:

• სახსრების დაავადებების (ბურსიტი, ართრიტი) ართროზის (გონართროზი, კოქსართროზი), ართროპათიის დროს (დიაბეტური, პოდაგრული, ფსორიაზული)

• კუნთობრივი სპაზმების დროს

• ნაწიბურები, ოპერაციის შემდეგ

• კუნთების ტკივილის მიოზიტის, მიალგიისას

• პერიფერიული ნერვის დაავადებების - ნევრიტი, პლექსიტი, რადიკულიტი და ა.შ.

• გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებებისას

• კოსმეტოლოგიაში