ლიმფოდრენაჟის მასაჟი

ლიმფოდრენაჟის მასაჟი

ლიმფის მანუალური დრენაჟი ეს არის მასაჟის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც სრულდება ძალიან მსუბუქი, ეფლორაჟის ტიპის მასაჟის ილეთით. არსებობს ორი სახის ლიმფოდრენაჟული მასაჟი:

1. პირველი ტიპი გამოიყენება წონისა და სხეულის კორექციის პროგრამაში, შეკავებული ზედმეტი სითხის გამოსადევნად, ასევე ეფექტურია ცელულიტის საწინააღმდეგოდ.

2. მეორე ტიპი გამოიყენება ლიმფედემის სამკურნალოდ, მასშტაბური ონკოლოგიური ოპერაციების შემდგომ დაზიანებული ლიმფური სისტემის არსებობისას.

ამ შემთხვევაში აღნიშნული პროცედურა ერთადერთი სამკურნალო საშუალებაა. ლიმფოდრენაჟის მასაჟი ზემოქმედებს შემაერთებელ ქსოვილებსა და სითხით მდიდარ ლიმფურ სისტემაზე, ააქტიურებს ვენურ და ლიმფურ ცირკულაციას, ქსოვილებს შორის დაგროვილი სითხე გადაჰყავს ლიმფურ სისტემაში.