შარკოს შხაპი

შარკოს შხაპი

შარკოს შხაპი არის ჰიდროთერაპიის ერთ ერთი მეთოდი, რომელიც წარმატებით გამოიყენება სამედიცინო, კოსმეტიკური და სარეაბილიტაციო მიზნებისთვის.

ამ პროცედურაში, წყლის ძლიერი ჭავლით და კონტრასტული ტემპერატურით, ხდება თანმიმდევრული მოქმედება პაციენტის სხეულზე.

შარკოს შხაპს დადებითად მოქმედებს:

• სისხლის და ლიმფის ცირკულაციაზე

• აუმჯობესებს კანის მდგომარეობას

• აჩქარებს მეტაბოლიზმს

• იმუნურ სისტემაზე

• აუმჯობესებს რეგენერაციის პროცესებს

• აქვს დეტოქსიკაციის ეფექტი

• ამცირებს ქრონიკულ დაღლილობას

შარკოს შხაპი ფართოდ გამოიყენება:

• კუნთოვანი სისტემის დაავადებებისას (ართროზი, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი)

• სიმსუქნისას

• ცელულიტისა და სხეულის კორექციისას

• ქრონიკული დაღლილობის სინდრომის, ნევროზისა და დეპრესიის დროს

• სხეულის დაცვისთვის და იმუნიტეტის გაზრდისთვის

მკურნალობის კურსის დასრულების შედეგად, პაციენტი თავს გრძნობს გაახალგაზრდავებულად და ენერგიით სავსე.