ცირკულარული შხაპი (შვეიცარიული, ნემსოვანი)
ცირკულარული შხაპი - წყლის პროცედურა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ როგორც პროფილაქტიკისთვის ასევე სხეულის ტონუსში მოსაყვანად.
წრიული შხაპი ინიშნება:
• დეპრესიისას
• გადატვირთვის და ფსიქო-ემოციური დაღლილობისას
• ძილის ფუნქციის დარღვევისას
• ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის
• გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას (დისტონია, ჰიპერტენზია)
წრიული შხაპის მოქმედებით აქტიურდება იმუნური და ენდოკრინული სისტემები, უმჯობესდება კანის მდგომარეობა.