პარკ ჰოტელ წყალტუბო | ბალნეოლოგიური კურორტი & სპა
ქარ Eng Рус
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენ შესახებ
    • წყალტუბოს შესახებ
    • შეფასებები
  • სასტუმრო
  • ბი ჰელსი
  • მაგნოლია
  • შეთავაზებები
  • პაკეტები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
პარკ ჰოტელ წყალტუბო | ბალნეოლოგიური კურორტი & სპა
  • პარკ ჰოტელ წყალტუბო | ბალნეოლოგიური კურორტი & სპა ქარ
  • პარკ ჰოტელ წყალტუბო | ბალნეოლოგიური კურორტი & სპა Eng
  • პარკ ჰოტელ წყალტუბო | ბალნეოლოგიური კურორტი & სპა Рус
© 2025 Green Cat
პრომეთეს მღვიმე
  • 08/01/2022
  • საქართველო

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი.

პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. მისი ასაკი დაახლოებით, 60-70 მილიონი წელია. სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით მორთული ეს კარსტული მღვიმე, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში და გამოგზაურებთ ზღაპრულ სამყაროში.

პრომეთეს მღვიმე მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, მდინარე ყუმის აუზში. მღვიმეში სულ აღმოჩენილია 22 დარბაზი, საიდანაც ტურისტებისთვის ჯერ-ჯერობით 6 დარბაზია გახსნილი. მღვიმეში შესაძლებელია 1420 მეტრი სიგრძის ბილიკის გავლა, დარბაზების დათვალიერება და სანაოსნო ტურით გასეირნება მდინარის გამდინარე ნაკადზე.

პრომეთეს მღვიმეში უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს - სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებში. ასევე, მღვიმეში გადაადგილებისას, წინ გელოდებათ „გაქვავებული ჩანჩქერები,“ „ჩამოკიდებული ქვის ფარდები,“ ჰელიქტიდები, კალციტის ნაღვენთები და სხვა ორგანული ნაფენები

კატეგორიები

  • წყალტუბო (0)
  • პარკ ჰოტელი (0)
  • საქართველო (3)
  • მოგზაურობა (0)
  • ღონისძიებები (0)
  • პარკ რიზორთ წყალტუბო (0)
  • ქართული სამზარეულო (0)

კონტაქტი

  • +995 596 60 25 25
  • +995 591 60 25 25

მისამართი

  • 5400 საქართველო, წყალტუბო რუსთაველის ქ. №1

შემოგვიერთდით

გადახდის მეთოდები

© 2025 Green Cat
ჩვენ შესახებ  |  წყალტუბოს შესახებ