პარკ ჰოტელ წყალტუბო | ბალნეოლოგიური კურორტი & სპა
ქარ Eng Рус
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • ჩვენ შესახებ
    • წყალტუბოს შესახებ
    • შეფასებები
  • სასტუმრო
  • ბი ჰელსი
  • მაგნოლია
  • შეთავაზებები
  • პაკეტები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
პარკ ჰოტელ წყალტუბო | ბალნეოლოგიური კურორტი & სპა
  • პარკ ჰოტელ წყალტუბო | ბალნეოლოგიური კურორტი & სპა ქარ
  • პარკ ჰოტელ წყალტუბო | ბალნეოლოგიური კურორტი & სპა Eng
  • პარკ ჰოტელ წყალტუბო | ბალნეოლოგიური კურორტი & სპა Рус
© 2025 Green Cat
ოკაცეს კანიონი
  • 08/01/2022
  • საქართველო

ოკაცეს კანიონი

ოკაცეს კანიონი - კანიონი საქართველოში პირველი კიდული ბილიკებით, მდიდარი ტბებით და ჩანჩქერებით, მდებარეობს იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის მიდამოებში, მდინარე ოკაცეს ხეობაში.

მდინარე ოკაცეს სიგრძე 14 კილომეტრია, კანიონის კი 2 კმ, მისი სიგანე ზოგან 3–6 მეტრი, ზოგან 15–20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი, მათ შორის ყველაზე დიდი ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია, ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები.

კანიონის კიროვან ნაპირზე იზრდება საკმაოდ მსხვილი ბზის ხეები. ხეობის ნაპირები ტყის ბუჩქნარითაა დაფარული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით ადგილზე მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ბილიკები, პლატფორმები, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი.

ექსტრემალური ტურების მოყვარულთათვის ოკაცეს კანიონზე კიდული ბილიკია მოწყობილი, რომლის გავლას დაახლოებით 2-3 საათი სჭირდება. საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ. ოკაცეს კანიონის ბილიკის საფარი გამჭვირვალეა, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო ექსტრემალურს ხდის.

კატეგორიები

  • წყალტუბო (0)
  • პარკ ჰოტელი (0)
  • საქართველო (3)
  • მოგზაურობა (0)
  • ღონისძიებები (0)
  • პარკ რიზორთ წყალტუბო (0)
  • ქართული სამზარეულო (0)

კონტაქტი

  • +995 596 60 25 25
  • +995 591 60 25 25

მისამართი

  • 5400 საქართველო, წყალტუბო რუსთაველის ქ. №1

შემოგვიერთდით

გადახდის მეთოდები

© 2025 Green Cat
ჩვენ შესახებ  |  წყალტუბოს შესახებ