მთლიანი სხეული პილინგი

მთლიანი სხეული პილინგი

მთლიანი სხეული პილინგი (სასიცოცხლო ფუნქციების გამააქტიურებელი სკრაბის პროცედურა) კანის ექსფოლიაცია (მკვდარი უჯრედებისგან გათავისუფლება), დატენიანება, რელაქსაცია, მინერალიზაცია, ფსიქო-ემოციური ფონის რეგულაცია. ექსფოლიაციისა და კერატოლიზური მოქმედების წყალობით, აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს.

აქტიური ინგრედიენტების საშუალებით, ხდება კანის ღრმა სტიმულაცია და ბიოსინთეზის პროცესი, ახდენს ულტრააისფერი სხივებისა და დაბინძურებული გარემოსგან დაზიანებული კანის განახლებას და ხელს უშლის მის დაბერებას. პროცედურას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის. პროცედურის ჩატარება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს.