დინამიური ტალღა
სხეულის მოდელირების, ცელულიტის საწინააღმდეგო და მოდუნებული კანის გამამკვრივებელი, ახალი, რევოლუციური აპარატი - ბალისტიკური, პნევმატური და რადიალური ტექნოლოგიების გამოყენებით. უკანასკნელი კვლევების შედეგად აღიარებულია, როგორც ყველაზე ეფექტური საშუალება, ცელულიტთან ბრძოლაში. აპარატი გამოსცემს რადიალურ (ქოლგისებრად გავრცელებად) აკუსტიკურ ტალღას, რომელიც იწვევს უჯრედის შიგნით და გარეთ დაგროვილი სითხის მოძრაობას, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ვასკულარიზაციას და ხელს უწყობს უჯრედებიდან ტოქსინების გამოდევნას.
აღნიშნული ტალღები კანის საფარს ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე გადიან. პროცედურა უზრუნველყოფს:
- შეშუპების შემცირებას და მეტაბოლიზმის გაძლიერებას
- შლის ცელულიტს, ამცირებს სტრიებს, ამაღლებს კანის ელასტიურობას
- ასტიმულირებს კოლაგენაზა 1-ის გამომუშავებას. ეს არის ენზიმი, რომელიც შლის იმ გამყარებული კოლაგენის ბოჭკოს, რომელიც გარს ერტყმის ცელულიტის ქსოვილში ჩაჭერილ უჯრედებს
- აძლიერებს ვასკულარიზაციას და ჟანგბადით გამდიდრებას
- ააქტიურებს ნატრიუმ / კალიუმის ტუმბოს, რომელიც უჯრედის მატრიცაში ნივთიერებების გატარებაზეა პასუხისმგებელი
- ხელს უწყობს რეტიკულარული (ბადისებრი) ბოჭკოების დაშლას
- კოლაგენის აღდგენას და შედეგად ქსოვილების გამკვრივებას
- აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც ანეიტრალებს ცელულიტით გამოწვეულ იერსახეს
- აძლიერებს კაპილარების კედლებს
- ასტიმულირებს ვასკულარული ზრდის ფაქტორს